დასრულდა ინტელის ტრენინგი "პროექტებით სწავლება", რომელმაც ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. ტრენინგის ბოლო დღეს თითოეულმა მონაწილემ წარვადგინეთ საკუთარი პროექტი. საინტერესო იყო ყველა პროექტის მოსმენა, ერთმანეთს მივეცით შენიშვნები, რჩევა-დარიგებები, შევიტანეთ კორექტივები საკუთარ ნაშრომებში. ჩვენმა საყვარელმა ტრენერმა ნინო მარღიშვილმა გადმოგვცა ინტელის სერთიფიკატები. დიდი მადლობა მას! ველოდებით მოუთმენლად პროექტების განხორციელებას..
პროექტებით სწავლება
суббота, 19 июля 2014 г.
დღე 9.
დასრულდა ინტელის ტრენინგი "პროექტებით სწავლება", რომელმაც ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. ტრენინგის ბოლო დღეს თითოეულმა მონაწილემ წარვადგინეთ საკუთარი პროექტი. საინტერესო იყო ყველა პროექტის მოსმენა, ერთმანეთს მივეცით შენიშვნები, რჩევა-დარიგებები, შევიტანეთ კორექტივები საკუთარ ნაშრომებში. ჩვენმა საყვარელმა ტრენერმა ნინო მარღიშვილმა გადმოგვცა ინტელის სერთიფიკატები. დიდი მადლობა მას! ველოდებით მოუთმენლად პროექტების განხორციელებას..
воскресенье, 13 июля 2014 г.
воскресенье, 6 июля 2014 г.
დღე 6.
ტრენინგის მე-6 დღეს გავაგრძელეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნიმუშზე მუშაობა. გავეცანით მოსწავლის შეფასების განმსაზღვრელ რუბრიკას. შევქმენით ნიმუში. საშინაო დავალებად დავგეგმეთ შეფასების რუბრიკის შექმნა ვორდის საქაღალდეში და ელფოსტაზე გადაგზავნა. წასაკითხად გვაქვს მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება.
суббота, 5 июля 2014 г.
დღე 5.
ტრენინგის მე-5 დღეს განვიხილეთ მე-3 და მე-4 მოდული: ინტერნეტ-კავშირები და სასწავლო ნიმუშების შექმნა, სამართლებრივი და ეთიკური ნორმების დაცვა. ვისწავლეთ youtube.com-დან ვიდეოების გადმოქაჩვა და ბლოგზე ატვირთვა. შეევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში და ვისწავლეთ მასში მუშაობა. ასევე ვისწავლეთ საქაღალდეების დაზიპვა-არქივაცია და ელფოსტაზე გადაგზავნა... საშინაო დავალებად მომდევნო დღისთვის დავგეგმეთ: ვფიქრობთ მოსწავლის ნამუშევარზე და ვასრულებთ ტრენინგზე. ვნახოთ ბლოგი: giganturimagniti.blogspot.com -ნიმუში პრეზენტაციისთვის. ასევე: ict.tpdc.ge - ვიდეო-გაკვეთილების ნახვა.
пятница, 4 июля 2014 г.
воскресенье, 29 июня 2014 г.
დღე 4.
ჩემი პროექტის სათაურია "პეტერბურგი-პეტრეს ქალაქი", რომლის ზოგადი შეკითხვა ასეთია:
რა როლი უკავია მოგზაურობას ადამიანის ცხოვრებაში?
თემატურ შეკითხვად დავსახე:
რა სიმბოლო უკავშირდება მსოფლიოს თითოეულ ქალაქს? ვიცით თუ არა მსოფლიოს ცნობილი ქალაქების შექმნის ისტორია?
შინაარსობრივი კითხვა კი ასეთია:
ვინ და როდის დააარსა ქალაქი სანქტ-პეტერბურგი?
ტრენინგის მე-4 დღეს განვიხილეთ ჩვენი პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.გავეცანით მე-2 მოდულის მე-3 აქტივობას. გავაგრძელეთ სასწავლო პროექტის გეგმის შევსება, შევადგინეთ შეფასების გეგმა, გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. ვისწავლეთ დიზაინის შეცვლა და სურათების დამატება პოსტზე. დღე საკმაოდ შრომატევადი და ნაყოფიერია.

Подписаться на:
Сообщения (Atom)