პეტერბურგი თეთრი ღამეების დროს

პეტერბურგი თეთრი ღამეების დროს

суббота, 19 июля 2014 г.

დღე 9.


დასრულდა ინტელის ტრენინგი "პროექტებით სწავლება", რომელმაც ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. ტრენინგის ბოლო დღეს თითოეულმა მონაწილემ წარვადგინეთ საკუთარი პროექტი. საინტერესო იყო ყველა პროექტის მოსმენა, ერთმანეთს მივეცით შენიშვნები, რჩევა-დარიგებები, შევიტანეთ კორექტივები საკუთარ ნაშრომებში. ჩვენმა საყვარელმა ტრენერმა ნინო  მარღიშვილმა გადმოგვცა ინტელის სერთიფიკატები. დიდი მადლობა მას! ველოდებით მოუთმენლად პროექტების განხორციელებას..

воскресенье, 6 июля 2014 г.

დღე 6.

ტრენინგის მე-6 დღეს გავაგრძელეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნიმუშზე მუშაობა. გავეცანით მოსწავლის შეფასების განმსაზღვრელ რუბრიკას. შევქმენით ნიმუში. საშინაო დავალებად დავგეგმეთ შეფასების რუბრიკის შექმნა ვორდის საქაღალდეში და ელფოსტაზე გადაგზავნა. წასაკითხად გვაქვს მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება. 

суббота, 5 июля 2014 г.

დღე 5.

ტრენინგის მე-5 დღეს განვიხილეთ მე-3 და მე-4 მოდული: ინტერნეტ-კავშირები და სასწავლო ნიმუშების შექმნა, სამართლებრივი და ეთიკური ნორმების დაცვა. ვისწავლეთ youtube.com-დან ვიდეოების გადმოქაჩვა და ბლოგზე ატვირთვა. შეევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში და ვისწავლეთ მასში მუშაობა. ასევე ვისწავლეთ საქაღალდეების დაზიპვა-არქივაცია და ელფოსტაზე გადაგზავნა... საშინაო დავალებად მომდევნო დღისთვის დავგეგმეთ: ვფიქრობთ მოსწავლის ნამუშევარზე და ვასრულებთ ტრენინგზე. ვნახოთ ბლოგი: giganturimagniti.blogspot.com -ნიმუში პრეზენტაციისთვის. ასევე: ict.tpdc.ge - ვიდეო-გაკვეთილების ნახვა.

სანქტ-პეტერბურგი - "ჩრდილო-ვენეცია"


воскресенье, 29 июня 2014 г.

დღე 4.

      ჩემი პროექტის სათაურია  "პეტერბურგი-პეტრეს ქალაქი", რომლის  ზოგადი შეკითხვა ასეთია:
    რა როლი უკავია  მოგზაურობას ადამიანის ცხოვრებაში?
    თემატურ შეკითხვად დავსახე:
  რა სიმბოლო უკავშირდება მსოფლიოს თითოეულ ქალაქს? ვიცით თუ არა მსოფლიოს ცნობილი  ქალაქების შექმნის ისტორია?         
      შინაარსობრივი კითხვა კი ასეთია: 
      ვინ და როდის დააარსა ქალაქი სანქტ-პეტერბურგი? 
      ტრენინგის მე-4 დღეს განვიხილეთ ჩვენი პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.გავეცანით მე-2 მოდულის მე-3 აქტივობას. გავაგრძელეთ სასწავლო პროექტის გეგმის შევსება, შევადგინეთ შეფასების გეგმა, გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. ვისწავლეთ დიზაინის შეცვლა და სურათების დამატება პოსტზე. დღე საკმაოდ შრომატევადი და ნაყოფიერია.

суббота, 28 июня 2014 г.

დღე 3.

ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით  მეორე მოდულს, 21-ე საუკუნის სიტყვების მარაგს, ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას, დავასრულეთ ბუკლეტები, შევავსეთ პროექტის გეგმა, შევასრულეთ დავალება მიმართულების მიმცემი კითხვების შედგენაზე... შემდეგი დღისთვის დავგეგმეთ დავალება.  

воскресенье, 22 июня 2014 г.

დღე 2

ტრენინგის მეორე დღემ ასევე საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. ვისწავლეთ პოსტების გამოქვეყნება, გავაკეთეთ ერთმანეთის ბლოგებზე კომენტარები, შევქმენით მშობლის ბუკლეტი და გადავაგზავნეთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე. გადმოვწერეთ ინტერნეტიდან პროექტის გეგმა, პროექტში გამოსაყენებელი სურათები. დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. 

суббота, 21 июня 2014 г.

დღე 1

  ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით სახელმძღვანელოს, შევქმენით პორტფოლიოს საქარალდეები, პორტფოლიოს ჩეკლისტი, დავამატეთ ახალი ბლოგი, გამოვკვეთეთ, რა უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს 21-ე საუკუნის მოსწავლე, განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი... ეს ყველაფერი დაგვეხმარება სწავლების დროს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაში. დღემ საინტერესოდ ჩაიარა...