პეტერბურგი თეთრი ღამეების დროს

პეტერბურგი თეთრი ღამეების დროს

суббота, 19 июля 2014 г.

დღე 9.


დასრულდა ინტელის ტრენინგი "პროექტებით სწავლება", რომელმაც ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. ტრენინგის ბოლო დღეს თითოეულმა მონაწილემ წარვადგინეთ საკუთარი პროექტი. საინტერესო იყო ყველა პროექტის მოსმენა, ერთმანეთს მივეცით შენიშვნები, რჩევა-დარიგებები, შევიტანეთ კორექტივები საკუთარ ნაშრომებში. ჩვენმა საყვარელმა ტრენერმა ნინო  მარღიშვილმა გადმოგვცა ინტელის სერთიფიკატები. დიდი მადლობა მას! ველოდებით მოუთმენლად პროექტების განხორციელებას..

воскресенье, 6 июля 2014 г.

დღე 6.

ტრენინგის მე-6 დღეს გავაგრძელეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნიმუშზე მუშაობა. გავეცანით მოსწავლის შეფასების განმსაზღვრელ რუბრიკას. შევქმენით ნიმუში. საშინაო დავალებად დავგეგმეთ შეფასების რუბრიკის შექმნა ვორდის საქაღალდეში და ელფოსტაზე გადაგზავნა. წასაკითხად გვაქვს მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება. 

суббота, 5 июля 2014 г.

დღე 5.

ტრენინგის მე-5 დღეს განვიხილეთ მე-3 და მე-4 მოდული: ინტერნეტ-კავშირები და სასწავლო ნიმუშების შექმნა, სამართლებრივი და ეთიკური ნორმების დაცვა. ვისწავლეთ youtube.com-დან ვიდეოების გადმოქაჩვა და ბლოგზე ატვირთვა. შეევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში და ვისწავლეთ მასში მუშაობა. ასევე ვისწავლეთ საქაღალდეების დაზიპვა-არქივაცია და ელფოსტაზე გადაგზავნა... საშინაო დავალებად მომდევნო დღისთვის დავგეგმეთ: ვფიქრობთ მოსწავლის ნამუშევარზე და ვასრულებთ ტრენინგზე. ვნახოთ ბლოგი: giganturimagniti.blogspot.com -ნიმუში პრეზენტაციისთვის. ასევე: ict.tpdc.ge - ვიდეო-გაკვეთილების ნახვა.

სანქტ-პეტერბურგი - "ჩრდილო-ვენეცია"